ცოდნა იმაში ჰგავს სანთელს რომ სანთელი თუნდაც ოდნავ ბჟუტავდეს ის მტერს,ქურდს და მპარავს აფრთხობს მოყვარეს კი ახარებს იქ ღვიძილია მღვიძარეები დამხვდებიანო.
ცოდნა მარტო იმაში კი არა ჰგავს სანთელს,რომ სანთელი როცა იქნება ჩაიწვის და გაქრება ხოლმე,ერთხელ ანთებული ცოდნა კი არასდროს. მამიდან შვილზედ გადადის, შვილიდან- შვილიშვილზედ, უფრო გადიდებული, უფრო გაძლიერებული.
ცოდნა ხომ ხერხია,მაგრამ თავისთავად სიმდიდრეც არის თანაც ისეთი რომ კაცი საცა არ უნდა წავიდეს ყველგან მიყვება უხარჯოდ და უბარგოდ,ვერც ვერავინ მოჰპარავს ვერც ვერავინ წინ გადაუდგება.ახლანდელ დროსჰი ცოდნა ყველაფერია:ფულზედაც უფრო დიდი ბაზარი აქვს,ხმალზედაც უფრო მეტადა ჭრის და ზარბაზანზედაც უფრო ძლიერია.
ილია ჭავჭავაძე დაიბადა 1837 წლის 8 ნოემბერს. იგი დაიბადა გადამდგარი ოფიცრის თავად გრიგოლ ჭავჭავაძის ოჯახში.10 წლისას გარდაეცვალა დედა-მარიამ ბებურიშვილი,15 წლისას კი -მამა.დაობლებული ილიასა და მისი და - ძმების მოვლა პატრონობა მამიდამ მაკრინა ჭავჭავაძემ იტვირთა.